კორონავირუსით საქართველოში 108 პირია ინფიცირებული
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 108 შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 20.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კვლავ რჩება 4 მძიმე პაციენტი. „თუმცა, მათგან ერთის მდგომარეობა შეიძლება ითაქვას, რომ დასტაბილიზებულია და თუ ასე გაგრძლედა, ხვალიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის აღარ იქნება მძიმე კრიტიკული. დანარჩენებთან დღე-ღამის განმავლობაში არ არის მიღებული მუდმივი სტაბილური სიტუაცია. ამიტომ ამათი პროგნოზირება და გამოსავალზე საუბარი ძალიან ძნელია, სანამ არ მიიღება თუნდაც ამ მძიმე კრიტიკული მდგომარეობის სტაბილიზირება.“

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 278. 

სტატისტიკური ინფორმაცია მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილი ვებგვერდ stop.cov.ge-ზეა განთავსებული.
| Print |
FaceBook Twitter Google