ქალაქ თელავის შესასვლელებში ოთხი ბლოკ-პოსტი მოეწყობა
დღეს, 21:00 საათიდან, ქალაქ თელავის შესასვლელებში ოთხი ბლოკ-პოსტი მოეწყობა. ბლოკ-პოსტების განლაგება  ასეთია -  შუამთის მიმდებარე ტერიტორია, გურჯაანის მხრიდან - დაახლოებით წინანდლის ტერიტორია, ყვარელის მხრიდან - მდინარე ალაზნის ხიდის მიმდებარე ტერიტორია და ახმეტის მხრიდან - სოფ. ვარდისუბნის ტერიტორია.

ბლოკ-პოსტებზე განთავსდებიან თავდაცვისა და პოლიციის წარმომადგენლები, აგრეთვე ექიმები.
ყველა შემომსვლელ და გამსვლელ მოქალაქეს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი.

თელავსა და ახალციხეში ბლოკ-პოსტების მოწყობის გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს.

სპეციალური გამშვები პუნქტები უკვე მოწყობილია საქართველოს კიდევ 7 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავშს, ზუგდიდში, ფოთსა და გორში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 110 ინფიცირებულია, მათ შორის 21 გამოჯანმრთელებულია.
| Print |
FaceBook Twitter Google