თელავის ბაზარში შეზღუდვები დაწესდა
საგანგებო მდგომარეობის გამო დღეს თელავის აგრარულ ბაზარში შეზღუდვები დაწესდა. ბაზარში შემსვლელი მოქალაქეების  რაოდენობას  ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომელი აკონტროლებს. მოვაჭრეების თქმით, შეზღუდვა ბაზრის ადმინისტრაციამ დააწესა,-  " გვითხრეს, რომ კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო შეზღუდვებს უნდა დავემორჩილოთ, საუბარი იყო იმაზეც, რომ სულ დაკეტილიყო ბაზარი, კიდევ კარგი რომ ასე არ მოხდა და ახლა მოვაჭრეების რაოდენობაც შეზღუდულია და ბევრი ჯიხური დაიკეტა და ერთად ბევრი მოვაჭრე რომ არ შემოვიდეს ასე ვიცავთ მითითებას"- განაცხადა ერთ ერთმა მოვაჭრემ.

| Print |
FaceBook Twitter Google