თელავის საავადმყოფოში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ორ შუახნის მამაკაცს და ერთ ქალბატონს, რომლებიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით გუშინ მოათავსეს, COVID19 არ დაუდასტურდათ. საავადმყოფომ ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზის პასუხები ცოტა ხნის წინ მიიღო. დირექტორის ხათუნა ჭონიაშვილის თქმით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სავარაუდოდ დღეს ღამე ან ხვალ დილით გაწერენ.

მამაკაცებს მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი აღენიშნებოდათ,  ქალს კი მხოლოდ ტემპერატურა. სამივე მათგანს კორონავირუსის გავრცელების მხრივ რის ჯგუფის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ.

| Print |
FaceBook Twitter Google