საქართველოში 4 აპრილს კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი
გარდაიცვალა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან
რატიანის თქმით, პაციენტი, მარნეული-ბოლნისის კლასტერს განეკუთვნებოდა
და ის სტაციონარში მძიმე თანმხლები დაავადებებით მიიყვანეს.
ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა 156, მათგან
გამოჯანრთელებულია - 28 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია - 5526 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ
არის - 344.
მასალის გამოყენების პირობები