საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში გამოჯანმრტელებული პაციენტების რიცხვი 36-მდე გაიზარდა. გაზრდილია ინფიცირებულთა რიცხვიც და ამ ეტაპზე საქართველოში 162 დადასტურებული შემთხვევაა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 5067, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 330 პირი.

დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილი 79 წლის ქალი ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერს განეკუთვნება.
| Print |
FaceBook Twitter Google