საქართველოში კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევაა
დღეს, 5 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულებს კიდევ 8 პაციენტი დაემატა და ჯამში დადასტურებული 170 შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 36.
კარანტინის რეჟიმში - 5067 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 330.

გუშინ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილი 79 წლის ქალი ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერს განეკუთვნება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
| Print |
FaceBook Twitter Google