საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით დღეს კიდევ ერთი პაციენტი, 81 წლის ქალი გარდაიცვალა.

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, პაციენტი კლინიკაში კრიტიკული მდგომარეობით გადაიყვანეს. მას გადატანილი ჰქონდა მწვავე ინფარქტი, ასევე ჰქონდა მოციმციმე არითმია და გულის უკმარისობა.

ჩატარებული ყველა საჭირო ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ დროისთვის საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული 41 პაციენტი იმყოფება. მათ შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

საქართველოში კორინავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. გარდაცვლილი 79 წლის ქალი ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერს განეკუთვნება.

ამ დროისთვის კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 36.
კარანტინის რეჟიმში - 5067 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 330.


| Print |
FaceBook Twitter Google