ადგილობრივი მეწარმე სიღნაღში მცხოვრებ შშმ პირებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარება
ქალაქ წნორში არსებული ორგანიზაცია "სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირი" ინდმეწარმე ჯემალ მენთეშაშვილის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს საქველმოქმედო აქციას და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში შშმ პირებს, ასევე სოციალურად დაუცველ ოჯახებს პირბადეებსა და ფქვილებს გადასცემს.

„ ეს პიროვნება ქვემო მაჩხაანში ცხოვრობს, უკვე წლებია თანამშრომლობს ჩვენს ორგანიზაციასთან და ფინანსურ მხარდაჭერას უწევს სხვადასხვა პროექტში. ახლაც მისი ინიციატივა იყო, რომ ამ ადამიანებს დახმარებოდა. ჩვენ ფაქტობრივად ყველა ოჯახთან გვაქვს ურთიერთობა და ამიტომ მას ვეხმარებით ქველმოქმედებაში.“ - ამბობენ ორგანიზაცია "სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირის" წარმომადგენლები.


მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაში ჩართული არიან სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები.

ისინი მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებენ, რომ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 30 მარტს საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, ქვეყანაში ასევე მოქმედებს ე.წ. საკომენდანტო საათი.


| Print |
FaceBook Twitter Google