გურჯაანის ბაზარი ხვალიდან დაიკეტება
ხვალიდან გურჯაანის „გლეხური ბაზარი“ ვაჭრობას შეაჩერებს, - ამის შესახებ speqtri.ge-ს აგრარული ბაზრის დირექტორმა, ლამარა აკოფაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამის თაობაზე გაფრთხილება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან დღეს მიიღეს.

„ჩვენ რეგულარულად გვამოწმებდა სურსათის უვნებლობის სამსახური, ადგილობრივი ზედამხედველობის სამსახური, ასევე რეგიონიდანაც მოდიოდნენ შემოწმებაზე. დღეს უფრო მკაცრად ვიმუშავეთ, კარებში ვიდექით და 10-12 ადამიანზე მეტს არ ვუშვებდით. გუშინ ვიცოდით, რომ არ უნდა დაკეტილიყო ბაზარი. ამიტომ მოვაჭრეები წავიდნენ და პროდუქტი ჩამოიტანეს, დღეს ბევრი გზიდან მოვაბრუნეთ. სავსეა დახლები. დაავადება, რა თქმა უნდა საშინელებაა, მაგრამ ეს ხალხიც ცოდოა.“
დირექციისთვის უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვა.

ცნობისთვის, დღეს უკვე დაიკეტა თელავის აგრარული ბაზარიც.
რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ხვალ კახეთის გუბერნატორი გააკეთებს.
| Print |
FaceBook Twitter Google