კორონავირუსით საქართველოში 86 წლის ქალი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 86 წლის ქალი მესამეა, ვინც ამ დაავადებას ემსხვერპლა. ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა მათ კლინიკაში ყველაზე მძიმე იყო.

"ის 2 კვირაზე მეტს ხანს მკურნალობდა ჩვენთან. ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება, მძიმე პნევმონია, სეფსისი და სხვა მძიმე გართულებები. პრაქტიკულად არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, ვფიქრობ უფრო მეტიც, ვიდრე ადამიანს შეუძლია გააკეთოს", — განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით პირველი პაციენტი, 79 წლის ქალი 4 პარილს გარდაიცვალა, რაც შეეხება 5 აპრილს გარდაცვლილს, ის 81 წლის ქალია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 195 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 45, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4708, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 370 პირი.
| Print |
FaceBook Twitter Google