საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 208-მდე გაიზარდა
8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 208-მდე გაიზარდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 46.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება  4674 პირი,  ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 362.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

საქართველოში ასევე დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა. გარდაცვლილები არიან 79 წლის , 81 წლის და 86 წლის პაციენტები.

საქართველოში 30 მარტს საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ასევე მოქმედებს საკომენდანტო საათი.

| Print |
FaceBook Twitter Google