კახეთიდან ლუგარში კვლევისთვის10 პაციენტის ანალიზი გაიგზავნება
კახეთიდან დღეს ლუგარის ლაბორატორიაში ათი პაციენტის ანალიზი გაიგზავნება- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტორმები აღენიშნებათ, საკარანტინე სივრციდან ე.წ. ცხელების ცენტრში არიან გადაყვანილები.

ამ დროისთვის რეგიონში საკატანტინე სივრცეების 11 ლოკაციაზე 562 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი - 11.

რეგიონში სულ 4 ცხელების ცენტრი ფუნქციონირებს: საგარეჯოში, ლაგოდეხში და ორიც თელავში.


დღეის მდგომარეობით რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.



| Print |
FaceBook Twitter Google