საქართველოში კორონავირუსისგან 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან ინფიცირებული 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 208

კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4682 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 375.

საქართველოში ასევე არის გარდაცვალების 3 შემთხვევა.
სტატისტიკური ინფორმაცია მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილი ვებგვერდ stop.cov.ge-ზეა განთავსებული.
| Print |
FaceBook Twitter Google