გურჯაანში აღსაზრდელებმა შესაძლოა სასურსათო კალათი კიდევ მიიღონ
თუკი საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება, გურჯაანის საბავშვო ბაღები აღსაზრდელებისთვის სასურსათო კალათებს კვლავ გასცემენ. ამის შესახებ speqtri.-ge-ს გურჯაანის სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ლელა თევდორაშვილმა განუცხადა.

„ის სასურსათო კალათები, რომელიც გაიცა, მოიცავდა 30 სამუშაო დღეს, ანუ 1 მარტიდან 15 აპრილამდე. ვიცით, რომ 1 მაისამდე სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება, მაგრამ, თუ კიდევ
გახანგრძლივდა საგანგებო მდგომარეობა, ვთქვათ მაისის ბოლომდე, ასეთი სასურსათო კალათები კიდევ გაიცემა. უბრალოდ, შესძლოა პროდუქტი შევცვალოთ და ორცხობილა ლობიოთი და მაკარონით ჩავანაცვლოთ.“

ლელა თევდორაშვილის თქმით, სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, საბავშვო ბაღებიჩვეულ რეჟიმში განაახლებს მუშაობას, ასევე იფუნქციონირებს ზაფხულის ჯგუფები.

საგანგებო მდგომარეობის გამო, დაახლოებით 10 დღეა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღები სწავლა-აღზრდის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს.





| Print |
FaceBook Twitter Google