საქართველოში დამზადებული პირბადეები მოთხოვნებს აკმაყოფილებს - ეკატერინე ტიკარაძე
როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, საქართველოში შეკერილი პირბადეები სრულიად აკმაყოფილებს დაცვის კუთხით არსებულ მოთხოვნებს.

„პირბადეებთან დაკავშირებით იყო არაერთი მი-მოთქმა. ჩვენთვის ცნობილია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრიც აქტიურად იყო ჩართული რეკომენდაციების მიცემის კუთხით. ჩვენ ასევე გავიარეთ შემდეგ გარკვეული კონსულტაციები ამ პირბადეებთან დაკავშირებით და იმ დაცვის კომპონენტს, რომელიც უნდა უზრუნველყოს ამ სახის პირბადემ, სრულად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ქართული წარმოების პირბადეები გაყიდვაში 2 დღის წინ ჩაეშვა და 4 სააფთიაქო ქსელში იყიდება: პე-ეს-პე, ავერსი, ფარმადეპო და ჯი-პი-სი. ეკოენომიკის მინისტრის თქმით, მისი ღირებულება 50 თეთრია, რაც სუბსიდირებული ფასია, რაგდნ სახელმწიფოს მისი შეკრვა ერთ ლარზე მეტი უჯდება.
| Print |
FaceBook Twitter Google