კახეთიდან გაგზავნილი 11 ანალიზის პასუხი კორონავირუსზე კვლავ უარყოფითია
ლუგარის ლაბორატორიაში კახეთის საკარანტინო და ე.წ ცხელების ცენტრებიდან გაგზავნილმა 11 მოქალაქის ანალიზმა covid-19-ზე უარყოფითი შედეგი აჩვენა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფებაში ადასტურებენ.

ბოლო ინფორმაციით, კახეთის სამ საკარანტინო ზონაში 414, თვითიზოლაციაში კი 2 მოქალაქე რჩება. სპეციალისტების მეთვალყურეობა 1 ადამიანს მოეხსნა.

კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და ამ დრომდე კორონავირუსით დაინფიცირებული არ გამოვლენილა.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფებაში ამბობენ, რომ დღეს ლუგარის ლაბორატორიაში გასაგზავნად 15 ადამიანის ანალიზი აიღეს, რომლის პასუხებიც ხვალ დილით გახდება ცნობილი.


| Print |
FaceBook Twitter Google