კახეთში კორონავირუსი 15-დან არცერთ პაციენტს არ დაუდასტურდა
კახეთის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი 15 პაციენტის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე კვლავ უარყოფითია.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი, ნელი ხიზანიშვილი ამბობს, რეგიონში თვითიზოლაციის რეჟიმში ორი მოქალაქე იმყოფება, ხოლო 11 საკარანტინო სივრცეში 414 ადამიანი რჩება.

შეგახსენებთ, რომ კახეთში მოქმედებს 4 ცხელების ცენტრი, სადაც ხდება საეჭვო პაციენტების განთავსება და მათი კვლევა. ეს ცენტრები განთავსებულია ლაგოდეხში, საგარეჯოში და ორიც თელავში.

კახეთის შემოსასვლელში, ვაზიანი-გომბორი-თელავის და თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელ მაგისტრალზე საკონტროლო-გამშვები პუნქტებია განთავსებული, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეებს სწორედ საგარეჯოს ცხელების ცენტრში გადაიყვანენ.

ამ ეტაპზე რეგიონში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
| Print |
FaceBook Twitter Google