ალავერდის ტაძარში მრევლს ე.წ. დამცავი ფარები დაურიგეს
ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალავერდის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარებს.
წირვას მიტროპოლიტი დავითი ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს.

მომომლოცველებს საშუალება აქვთ როგორც მონასტრის მიერ ქოთნებში გამზადებული ბზა იყიდონ, ასევე სახლიდან მიიტანონ, რასაც მსახურების დასრულების შემდეგ აკურთხებენ.

მომლოცველები ტაძარში სპეციალურად მონიშნულ ადგილზე დგანან, დისტანციას კი სტიქაროსნები არეგულირებენ.
დღეს მრევლს უფასოდ დაურიგეს კორონავირუსისგან დამცავი ე.წ ფარები.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ალავერდი / ბზობა /