კორონავირუსისგან 67 პაციენტი განიკურნა
საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვს კიდევ 7  მიემატა და ჯამში კლინიკა 67-მა პაციენტმა დატოვა. გამოჯანრთელებულთა შორის არის 24 კვირის ორსულიც. როგორც ექიმები ამბობენ, ამ ეტაპზე ნაყოფის მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირობებს.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 252 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 3 გარდაცვლილია.
კარანტინის რეჟიმში იმოფება 4925 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 401.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |
FaceBook Twitter Google