კახეთში შვიდივე პაციენტის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
კახეთის საკარანტინე ზონიდან და ცხელების ცენტრებიდან აღებული 7 სინჯიდან covid 19-ზე დადებითი პასუხს არც ერთი არ აღმოჩნდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, დღის განმავლობაში საკარანტინე ზონებიდან კიდევ იგეგმება ნიმუშების აღება, რომლის პასუხიც სავარაუდოდ ხვალ იქნება ცნობილი.

რაც შეეხება ცხელების ცენტრებში მოთავსებულ პაციენტებს, მაათი მდგომარეობა დამაკმაყიფილებელია და ტემპერატურის გარდა სხვა საეჭვო სიმპტომები არ უფიქსირდებათ.
კახეთის რეგიონში ამ დრომდე კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

ამ ეტაპზე, რეგიონის 11 საკარანტინო ზონაში, 444 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციში კი - 2.
ქვეყნის მასშტაბითი კი, ამ დროისთვის 266 ინფიცირებულია.


| Print |
FaceBook Twitter Google