კახეთში თორმეტი ანალიზიდან კორონავირუსზე ყველა უარყოფთია
კახეთში არსებული საკარანტინო სივრცეებიდან და ე.წ. ,,ცხელების ცენტრებიდან" გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი თორმეტივე ნიმუშის პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი ლაბორატორიულად არცერთ პაციენტს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტოლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა.ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კორონავირუსისათვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების მქონე 15-მდე ადამიანის სინჯის გაგზავნა ლუგარის ლაბირატირიაში დღესაც იგეგმება. ტესტების აღება ძირითადად საკარანტინო სივრცეში მყოფი პირებისგან მოხდება.

კახეთში ამ ეტაპზე 8 საკარანტინე ლოკაციაზე 394 მოქალაქე იმყოფება.

რეგიონში ამ დრომდე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.



| Print |
FaceBook Twitter Google