თელავში ბზებისა და ტიტების გამყიდველები დააჯარიმეს
თელავის ცენტრში პოლიციამ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული რეგულაციების დარღვევის მიზეზით, ბზის და ტიტების გამყიდველები 3-3 ათასი ლარით დააჯარიმა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ დაიცვან დადგენილი წესები.

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, ასევე მოქმედებს საკომენდანტო საათი.
| Print |
FaceBook Twitter Google