საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში შესვლა 10 დღით აიკრძალება
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ოთხ დიდი ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა იყოს აკრძალული 10 დღით. „მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსხვილ ქალაქებში მობილურობის დოზა კიდევ უფრო დავწიოთ ქვევით,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

აკრძალვა 15 აპრილის, 21:00-საათიდან ამოქმედდება.

"დღეს ჩვენ გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში გვყავს 30 ინფიცირებული. დღეის მდგომარეობით, კვლევა მიმდინარეობს დაახლოებით 500 ადამიანზე და, ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით. ის მძიმე კარანტინის ზომები, რომლებიც თითქმის ყოველკვირეულად ახლა ქვეყანაში მრავლობს ამ ფაქტს ადასტურებს.

ამასთან ერთად, იმ ფაქტის კონსტატირებაც უნდა მოვახდინოთ , რომ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ეპიდემიოლოგებს, ჩვენს მეცნიერებს, ჩვენს ექიმებს, ზუსტად ვერავინ გვეუბნება, კრიზისის და გავრცელების პიკი როდის იქნება. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს არის გლობალური გამოწვევა. დღეს შეუძლებელია ზუსტი პროგნოზი, როდის მოხდება გავრცელების პიკი. რა თქმა უნდა, ამ გაურკვევლობის ზონაში, მთავრობის ყველა ნაბიჯს და მოქმედებას აქვს კიდევ უფრო მეტი ფასი და კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა,“ – განაცხადა ბრიფინგზე გიორგი გახარიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google