კახეთიდან გაგზავნილი ტესტების პასუხი კორონავირუსზე კვლავ უარყოფითია
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი ყველა სინჯის პასუხი უარყოფითია. - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

„ე.წ. ცხელების ცენტრებიდან და კარანტინიდ ზონიდან სულ 26 პაციენტის ნიმუში გაიგზავნა, ყველა ნიმუშის ტესტირების პასუხი უარყოფითია. არცერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.“

როგორც ნელი ხიზანიშვილი ამბობს, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღესაც გაიგზავნება.
საკარანტინო სივრცეებში ამ ეტაპზე 365 მოქალაქე იმყოფება.
კახეთის რეგიონში ამ ეტაპზე კორონავირუსის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.


| Print |
FaceBook Twitter Google