გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასაფლაოები დაიკეტება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასაფლაოები 10 დღით გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეც დაიკეტება.

„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა სასაფლაო 10 დღით დაიკეტება. გამონაკლისის დაშვება და სასაფლაოს ტერიტორიის გახსნა მოხდება მხოლოდ დაკრძალვის ცერემონიისთვის.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გავიდნენ სახლიდან, დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები; დაავადების სიმპტომების აღმოჩენისას (ტემპერატურა, ხველა) მიმართონ ექიმს.

ანალოგიური გადაწყვეტილება დღეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიამაც მიიღო.
| Print |
FaceBook Twitter Google