ხვალ, 12 საათიდან მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა იკრძალება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან 17 აპრილის 12:00 საათიდან, 21 აპრილამდე მსუბუქი მანქანებით გადაადგილება აიკრძალა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

სპეციალისტების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ დავრჩეთ სახლში, ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ მოძრაობა მაინც საკმაოდ ინტენსიური ხდება, რაც ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია. ამიტომ მთავროამ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში. ამ მიზნით ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას დაწესებული ზომების დამატებით გამკაცრების შესახებ. ხვალ 17 აპრილს, დღის 12 საათიდან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილამდე ქვეყნაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.

მინდა დავაზუსტო, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე. სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.ასევე მუშაობას აგრძელებს ე.წ დილივერის სერვისები.“

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოქმედმა კომპანიებმა, თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ნებართვების მიღების მიზნით უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს, ასევე მათ შეუძლიათ ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით და დარეკონ 144–ზე.
| Print |
FaceBook Twitter Google