კახეთიდან გაგზავნილი 21 პაციენტის ანალიზზე ლუგარიდან კვლავ უარყოფითი პასუხია
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი 21 საეჭვო პაციენტების ტესტის პასუხები ცნობილია. კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

კახეთში  საკარანტინო სივრცის რაოდენობა ათამდე გაიზარდა, სადაც 675 მოქალაქე იმყოფება.


ნელი ხიზანიშვილის  ინფორმაციით, ე.წ. ცხელების ცენტრებიდან და კარანტინის სივრციდან ლუგარის ლაბორატორიაში ანალიზები დღესაც გაიგზავნება, რომლის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.




| Print |
FaceBook Twitter Google