კახეთში ათი ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
საეჭვო სიმპტომების მქონე ათი პაციენტის ანალიზებზე, რომელიც გუშინ კახეთის ე.წ. ცხელების ცენტრებიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, პასუხი უარყოფითია ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეს კახეთიდან კიდევ 20-მდე საეჭვო სიმპტომის მქონე პაციენტის ნიმუში გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში, რომელზეც პასუხი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის კახეთში თვითიზოლაციაში 16 მოქალაქე იმყოფება, ხოლო 10 საკარანტინო სივრცეში - 621.
| Print |
FaceBook Twitter Google