კახეთიდან ლუგარში გაგზავნილი 24 ტესტის პასუხი ცნობილია
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, გუშინ კახეთიდან ლუგარის ცენტრში 24 ნიმუში გაიგზავნა, რომელთა პასუხებიც უკვე ცნობილია.
კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.


| Print |
FaceBook Twitter Google