კახეთიდან ლუგარში გაგზავნილი 30 ტესტის პასუხი ცნობილია
21 აპრილს კახეთიდან ლუგარის ცენტრში 30 პაციენტის ნიმუში გაიგზავნა, რომელთა პასუხი უკვე ცნობილია. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი, ნელი ხიზანიშვილი ამბობს, ყველა ტესტირების შედეგი უარყოფითია.


„კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. დღეის მდომარეობით Covid 19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს.
ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება 15 მოქალაქე. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე იმყოფება 609 მოქალაქე.“ - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე განმარტებით, კახეთში ე.წ ცხელების ცენტრები ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ პაციენტებს. საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.


| Print |
FaceBook Twitter Google