კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი, ნელი ხიზანიშვილი განმარტავს, გუშინ კახეთიდან ლუგარში გაგზავნილი 30 ტესტის პასუხი ცნობილია.

„22 აპრილს საკარანტინე სივრცეებიდან და ცხელების ცენტრებიდან აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 30 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი უარყოფითია. საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.“ - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეის მდომარეობით, კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია, Covid 19 -ის ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.
ამ დროისთვის, რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 13 მოქალაქე. მოიხსნა - 4. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე იმყოფება 535 მოქალაქე.
კახეთში ე.წ ცხელების ცენტრები ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ პაციენტებს.


| Print |
FaceBook Twitter Google