კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 420-მდე გაიზარდა
საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა. ამ დროის მონაცმებით, კორონავირუსის 420 დადასტურებული შემთხვევააა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 107.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5223 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 584.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ფაქტი ფიქსირდება. მეხუთე პაციენტი 22 აპრილს გარდაიცვალა. 68 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. როგორც ექიმები ამბობენ, მას ინფარქტი ჰქონდა გადატანილი.
| Print |
FaceBook Twitter Google