23 აპრილს კახეთიდან ლუგარში გაგზავნილი ტესტების პასუხები კვლავ უარყოფითია
კახეთში ამ დროის მონაცემბით Covid 19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი, ნელი ხიზანიშვილი აცხადებს, 23 აპრილს ლუგარის ცენტრში საკარანტინე სივრცეებიდან და ცხელების ცენტრებიდან 15 ნიმუში გაიგზავნა. ყველა ტესტირების შედეგი უარყოფითია.

„ამ დროისთვის რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 13 მოქალაქე. მოიხსნა - 4. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე იმყოფება 581 მოქალაქე.
კახეთში ე.წ ცხელების ცენტრები ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ პაციენტებს.“ - აცხადებს ნელი ხიზანიშვილი.

მისივე ინფორმაციით, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.


| Print |
FaceBook Twitter Google