კახეთიდან ლუგარში გაგზავნილი 36 ანალიზის პასუხი ცნობილია
კახეთიდან ლუგარში გაგზავნილი ტესტების პასუხები ცნობილია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ყველა პასუხი უარყოფითია.


„24 აპრილს საკარანტინე სივრცეებიდან და ცხელების ცენტრებიდან აღებული იქნა 36 ნიმუში , რომელიც ლუგარის ცენტრში გაიგზავნა. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი უარყოფითია. ე.წ ცხელების ცენტრები ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ პაციენტებს. საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ამ დროისთვის კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.“ - ამბობს ნელი ხიზანიშვილი.

დღეის მდომარეობით რეგიონში Covid 19 -ის ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.
თვითიზოლაციაში იმყოფება 12 მოქალაქე, მოიხსნა - 4. 10 ლოკაციაზე კარანტინში იმყოფება 582 მოქალაქე.






| Print |
FaceBook Twitter Google