კახეთში 25 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. 25 აპრილს ლუგარში ლუგარის ცენტრში 38 ნიმუშის პასუხები კვლავ უარყოფითია. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი, ნელი ხიზანიშვილი ამბობს, კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.


„საკარანტინე სივრცეებიდან და ცხელების ცენტრებიდან გუში აღებულიუ ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი უარყოფითია. დღეის მდომარეობით რეგიონში Covid 19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 მოქალაქე და არავინ მოხსნილა.
რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 11 ლოკაციაზე იმყოფება 592 მოქალაქე.“- განაცხადა ხიზანიშვილმა.

მისივე ინფორემაციით, კახეთში ე.წ ცხელების ცენტრები ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ პაციენტებს. საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. 



| Print |
FaceBook Twitter Google