კახეთში კორონავირუსზე მედპერსონალის ტესტირებაც დაიწყო
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, რეგიონში ეპიდსიტუაციის სტაბილურობა კვლავ შენარჩუნებულია. დღეის მდომარეობით Covid 19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.

„დაიწყო მედპერსონალის ტესტირებაც. 27 აპრილს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 23 ნიმუში კარანტინის ზონებიდან და ცხელების ცენტრებიდან, ასევე მედპერსონალის 7 ნიმუში. ჯამურად 30 ნიმუში. ყველა ტესტირების შედეგი ნეგატიურია. საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. “ -

მისივე ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება 9 მოქალაქე, მოიხსნა - 2. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 11 ლოკაციაზე იმყოფება 594 მოქალაქე.


| Print |
FaceBook Twitter Google