სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა კვლავ შეზღუდულია
სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.


„საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია.
შესაბამისად, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში, აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

28 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი მიცვალებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს. აქვე შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასაფლაოებზე გასვლა საგანგებო მდგომარეობის ვადით, 22 მაისამდეა შეზღუდული.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სასაფლაო / შსს /