საქართველოში კორონავირუსისგან 168 პაციენტი განიკურნა
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი გაიზარდა. დღეის მონაცემებით, კლინიკა 168 პაციენტმა დატოვა.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 511 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაცვლილია - 6.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5124 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 538.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3


| Print |
FaceBook Twitter Google