კახეთში 26 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
29 აპრილს კახეთის კარანტინის ზონებიდან და ცხელების ცენტრებიდან ლუგარში 26 ნიმუში გააგზავნეს და ყველას შედეგი ნეგატიურია. - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კახეთში ეპიდსიტუაციის სტაბილურობა კვლავ შენარჩუნებულია.
„დღეის მდომარეობით Covid 19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. თვითიზოლაციაში იმყოფება 7 მოქალაქე. მოიხსნა - 2. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 11 ლოკაციაზე იმყოფება 578 მოქალაქე.“

საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. დაიწყო მედპერსონალის ტესტირებაც.


| Print |
FaceBook Twitter Google