დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის
განაცხადებით, კახეთის რეგიონში კორონავირუსზე PCR ტესტირება
სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დაიწყება.
მისივე თქმით, მათ სამსახურს უკვე გადასცეს შესაბამისი აპარატი და
გადამზადება უკვე გაიარეს იმ სპეციალისტებმა, რომლებიც კოვიდ 19-ზე
მოქალაქეებს კახეთის მასშტაბით გამოიკვლევენ.
"რადგან ფართოვდება ტესტირების რაოდენობა და სამომავლოდ შესაძლოა
ავიდეთ 2000 და 3000 მოქალაქის ტესტირებაზე, საჭიროა ბევრი
ლაბორატორია. კახეთში ასეთი ლაბორატორია არ გვაქვს, თუმცა PCR
ტესტირების ჩატარება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ბაზაზე
იგეგმება," - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
დღეისათვის კორონავირუსზე ტესტირებას 12 ლაბორატორია ატარებს. აქვე
შეგახსენებთ, რომ კახეთი კვლავ მწვანე ზონად რჩება და
დღეის მდომარეობით რეგიონში Covid 19 -ის
ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები