კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 102 ნიმუშის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა
გუშინ,კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში  გაგზავნილი 102 ნიმუშიდან, ტესტირების შედეგი ნეგატიური აღმოჩნდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ადა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თვითიზოლაციაში 36 მოქალაქეა. "რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე იმყოფება 459 მოქალაქე. ნიმუშის აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან ,ასევე კარანტინის სივრცეებიდან, ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტრსტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები".

კახეთში დღეის მდგომარეობით COVID -19 -ის 1 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
| Print |
FaceBook Twitter Google