შეზღუდვები, რომელიც 5 მაისიდან მოიხსნება
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ხვალიდან ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დასაშვები ხდება.

კერძოდ, 5 მაისიდან დასაშვებია:

  • ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
  • ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა;
  • ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

შეზღუდვების მოხსნა არ ეხება:

  • სამშენებლო მასალის რეალიზაციას. რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ ონლაინ.
  • ავტონაწილებით ვაჭრობას. ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია.

ავტოტექმომსახურების დაშვება გულისხმობს:
  • მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც.

სავალდებულოა:
  • ავტოტექმომსახურების ცენტრების და ავტოსამრეცხაოების მიერ დაცული იყოს შესაბამისი წესები (პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ)

| Print |
FaceBook Twitter Google