მთა-თუშეთში სამაშველო სამუშაოები განახლდა
ამ დროის მონაცემებით, მთა-თუშეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგული ერთ პირი ჯერ კიდევ ვერ უპოვიათ. ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.


„მთა-თუშეთში, სადაც კონტრაქტორი კომპანია ასრულებდა გაწმენდით სამუშაოებს, მოხდა ზვავის ჩამოწოლა. მოიყოლა 2 ადამიანი. ერთი მაშინვე ამოიყვანეს, მას ტრავმა აქვს ფეხზე, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში არარის, ის გადმოყვანილია საავადმყოფოში. ერთი პირი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი. იქ შესულია მაშველთა დიდი ჯგუფი, მათთან ერთად არიან გარემოზე ზემოქმედების სააგენტოს სპეციალისტებიც, იმიტომ, რომ მთელი ეს მონაკვეთი მეწყერსაშშია, მით უმეტეს, იმ კლიმატური პირობებში, რაც ბოლო დღეებია იქ გვაქვს. მთელი ღამის განმავლობაში დამატებითი ძალების გადაადგილებაც კი შეუძლებელი იყო, დიდი წვიმის გამო, რადგან მეწყერის ჩამოწოლის ალბათობა დიდია.“

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ამჟამად მაშველების ყველა ჯგუფია ასული და სამაშველო სამუშაოები გრძელდება. უფრო დეტალური ინფორმნაცია შუადღის შემდეგ გახდება ცნობილი.


| Print |
FaceBook Twitter Google