კორონავირუსისგან 275 პაციენტი განიკურნა
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვია 275-მდე გაიზარდა. მომატებულია ინფიცირებულთა რაოდენობაც. ქვეყანაში 615 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გარდაცვლილია - 9.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4948 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 491.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ინფორმაციას მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილი ვებგვერდი stop.cov.ge აქვეყნებს.
| Print |
FaceBook Twitter Google