რომელი მაღაზია და წარმოება გაიხსნება 11 მაისიდან
თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ დამხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, ორშაბათს, 11 მაისიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას, ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, გაიხსნება გარკვეული სავაჭრო ობიექტებიც.


„ჩვენ შეგვიძლია გარკვეული სექტორების გახსნა დავაჩქაროთ, ისე, როგორც დავაჩქარეთ, მშენებლობის გახსნა ერთი კვირით. 11 მაისიდან, ორშაბათიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, ახლა გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავხნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს.“ - განაცხადა პრემიერმა.
| Print |
FaceBook Twitter Google