კორონავირუსზე საგარეჯოს კლინიკის მედდას განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება
საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსში დაინფიცირდა მედდა, რომელიც პარალელურად თბილისში ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობდა.
ინფორმაციას tv პირველი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მედდას კორონავირუსი PCR ტესტირებით დაუდასტურდა.

ის ბოჭორივილის კლინიკაში კარანტინში იმყოფება. როგორც ბოჭორიშვილის კლინიკაში განმარტავენ, ჯერჯერობით აღნიშნული მედდის ინფიცირების თაობაზე ოფიციალური დოკუმენტი არ აქვთ, განმაორებითი ტესტირება მას ხვალ ჩაუტარდება.


| Print |
FaceBook Twitter Google