ექთნის დაინფიცირების კვალს, სავარაუდოდ, ბოჭორიშვილის კლინიკისკენ მივყავართ - კახეთის გუბერნაოტორი
"წინა მაგალითიდან გამომდინარე, ჯერჯერობით გადაწყვეტით ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შეიძლება. საგარეჯოს ექთნის დაინფიცირების კვალს, სავარაუდოდ, ბოჭორიშვილის კლინიკისკენ მივყავართ," - ამის შეახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ცოტა ხნის წინ საგარეჯოს მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ექთანს PCR ტექსტირება გუშინ ჩაუტარდა მას შემდეგ, რაც მან ბოჭორიშვილის კლინიკაში მორიგეობა დაასრულა და საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსში მივიდა.

"მთელი კახეთის მასშტაბით, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალის მიზანმიმართული და გაფართოვებული კვლევები ტარდება, სწორედ ამ დროს აუღეს მას ანალიზი, რომელმაც კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ჩვენ მაშინვე დავიწყებთ მუშაობა და ყველა კონტატია მოძიებული. ისინი ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფებიან, დაინფიცირებული ქალი კი ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავაებული."

ექთანთან კავშირში მყოფ 60 მოქალაქეს, მათ შორის დაინფიცირებულის ოჯახის ახლო კონტაქში მყოფი 9 ადამიანის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გააგზავნეს, რომლის პასუხები ცნობილი ხვალ დილით გახდება.



| Print |
FaceBook Twitter Google