ზვავში მოყოლილი კაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს
თუშეთის გზაზე ზვავში მოყოლილი კაცი ცოტა ხნის წინ გარცვლილი იპოვეს. ცხედარს მაშველებმა იმ ფერდობზე მიაკვლიეს, სადაც თოვლის მასა რამდენიმე დღის წინ ჩამოწვა.

სამძებრო სამუშაოები, რომელშიც ჩართული იყო კახეთისა და თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის 20-მდე მეხანძრე-მაშველი, 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უბედური შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს დაკავაშირებელ გზაზე 5 მაისს მოხდა. ზვავი იმ დროს ჩამოწვა, როცა კომპანია "თუშეთისგზის" თანამშრომლები გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ.

შემთხვევის დროს გადარჩა 65 წლამდე კაცი, რომელსაც ფეხის მოტეხილობა აქვს და მკურნალობას ამ დრომდე თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


| Print |
FaceBook Twitter Google