სტიქიამ ლაგოდეხში საკარმიდამო ნაკვეთები და სახლები დატბორა
უხვი ნალექის და გადაუღებელი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები.


„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის და გადაუღებელი წვიმის შედეგად საგრძნობლად მოიმატა მდინარეების წყლის დონემ. რიგ ადგილებში მცირე ზომის არხებმა ვერ უზრუნველყვეს მომატებული წყლის ნაკადის გატარება, რამაც გამოიწვია სოფლების საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვა. სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და სარდაფები.“ - განმარტავენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, დილიდანვე სტიქიის ზონაში იმყოფება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია სპეცტექნიკა და სამაშველო სამსახური.
მიმდინარე მოვნებთან მერიამ ფეისბუქის გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც მოუწოდებს მოსახლეობას, რომ საჭიროების შემთხვევაში დარეონ მერიის ცხელ ხაზზე: 595 53 46 33.

გასულ კვირას სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. დაისეტყვა ქერისა და ხორბლის ყანები, ლობიოს, ნივრისა და პომიდვრის ნარგავები, ასევე ვენახები. რის ტერიტორიაზე ზარლამ 80% შეადგინა.
| Print |
FaceBook Twitter Google